Monday, May 16, 2011














პროექტის სახელწოდება:“იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.“
მთავარი იდეა: მივაწოდო ბავშვებს ინფორმაცია ი. გოგებაშვილის შესახებ.
აქტუალობა:გაიგონ ბავშვებმა რომ,ი. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია.
მიზანი:დაიმახსოვრონ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები ი. გოგებაშვილის შესახებ. იცოდნენ რომ  ი. გოგებაშვილმა პატარებისთვის ანბანის შესასწავლი წიგნი შექმნა.
ასაკი :I-კლასი
ვადების ხანგძლივობა:  1–თვე.
მოსალოდნელი შედეგი: შეიქმნება ფოტო ალბომი, გაკეთდება თეორიული კონფერენცია, მოიპოვონ ლექსები და მოთხრობები. მოვაწყობთ ექსკურსიას მის მშობლიურ სოფელ ვარიანში.
საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, დამხმარე საბავშვო ლიტერატურა, კომპიუტერი.
მსვლელობა: დაევალათ ბავშვებს  მშობლების დახმარებით მოეპოვებინათ ი. გოგებაშვილის მოთხრობები და ლექსები.
პროექტის შინაარსი: ი.გოგებაშვილი დაიბადა 1840 წელის 15 ოქტომბერს გორის რაიონის სოფელ ვარიანში. მამა –სვიმონი–მღვდელი იყო. იაკობი მეტად ჭკვიანი , გამწრიახი და მკვირცხლი ბავშვი იყო. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს ადვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძალიან უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ–ნაირ მოთხრობებსა დალექსებს უყვებოდა მათ. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა ყვავილებსა და ცხოველებს.
ი. გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. ასი წლის წინათ ი.გოგებაშვილმა პატარებისთვის ანბანის შესასწავლი წიგნი  „დედა ენა“ შექმნა.
სამოცდათორმეტი წლის ასაკში იაკობი მძიმედ გახდა ავად. ექიმების ყოველგვარი მცდელობა
სიცოცხლის დღეები გაეხანგძლივებინათ მისთვის ამაო გამოდგა.
ი.გოგებაშვილი გარდაიცვალა 1912 წლის 14 ივნისს. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
პროექტის ხელმძღვანელი : ზოია გრიგოლია.
ხელმძღვანელის ელ ფოსტა: z.grigolia2011@hotmail.com
ხელმძღვანელის ვებ გვერდი: zgrigolia.blogspot.com